July 6, 2022

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის – მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 4 999 227ლარი დაიხარჯება. სამუშაოების წარმოებისათვის ქალაქის მერიამ ტენდერი NAT220012810 გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა 2023 წლის 15 თებერვალის ჩათვლით განისაზღვრა.

ამასთან, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება წარმოქმნილი დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.

ყოფილი მუზეუმის შენობის განახლება რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.