15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
July 10, 2022
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში