July 14, 2022

სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგო ემსხვერპლა

სამტრედიაში უბედური შემთხვევის შედეგად 4 წლის გოგონა დაიღუპა. ბავშვი რამდენიმე დღის წინ აივნიდან გადმოვარდა და დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“მთელი სამტრედია გლოვობს. სამწუხაროდ, ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს და დღეს დაიღუპა. უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა”, – თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა.