August 2, 2022

ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით, ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა მოიმატა

საქართველოში წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ცნობით, ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ბოლო დღეებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 პირს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ერთ პირს დაუდასტურდა. შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლშიც.

დაავადება ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან ვრცელდება.