August 2, 2022

1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული შედეგი 76 309 ჩატარებული ტესტირების შედეგად დაფიქსირდა.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ვირუსის შედეგად მიღებული გართულებებით 10 ადამიანი გარდაიცვალა, 10 233 კი გამოჯანმრთელდა.