August 11, 2022

12 აგვისტოს, ქუთაისში, „სიყვარულის ბაღში“ კონცერტი გაიმართება

12 აგვისტოს, ქუთაისში, „სიყვარულის ბაღში“ კონცერტი გაიმართება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობენ ჯგუფები: AMORFATI, ALMOST FAMOUS, KILLAGES და თამადა. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.