August 19, 2022

26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში ჭამა-სმის ფესტივალი იმართება

ამბროლაურში გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი იმართება.

,,გემო – ფესტი 2022“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იმართება.

გემო ფესტის” მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.

,,გემო – ფესტი 2022“-თან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით ორ რეისს ნიშნავს.

25 აგვისტოს ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისი 16:00 შესრულდება, 28 აგვისტოს რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 შესრულდება.

2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.