ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება.
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ძალები არიან ჩართული.
ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა.
ხანძრის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხდება.
ადგილობრივები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.