August 26, 2022

ქუთაისში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მიმდებარედ კერძო სახლებია და ცეცხლის გადადების საფრთხე არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.