August 27, 2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ ზეინდარში მოსახლეობა ქუჩაში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო გამოვიდა.

ადგილობრივების თქმით, ავარიული გზის გამო, უჭირთ გადაადგილება, ხელისუფლება კი პრობლემებზე არ რეაგირებს.

მოსახლეობის თქმით, ამორტიზირებული გზის გამო სოფელში გადაადგილებაზე უარი თქვა ტრანსპორტმაც, რის გამოც ადგილობრივები გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი.