ხანძარია ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
მდგომარეობას ქარი ართულებს. ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ამ დროისთვის ცეცხლი დასახლებულ პუბქტთან ახლოს არ არის. ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ.