August 30, 2022

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რიკოთზე ავტოსაგზაო ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.