ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა დილიდან განაახლა.
ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთვნენ.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.
ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა.