September 3, 2022

ქუთაისში დილიდან ჭამა-სმის ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისში დილიდან ჭამა სმის ფესტივალი დაიწყო.

გასტრონომიული გამოფენა “ზარ-ზეიმი” ქალაქის ცენტრალურ ბულვარში იმართება.

ღონისძიებაზე მეწარმეები ქვეყნის სხვადასხვა მხარიდან არიან ჩამოსულები და თავიანთი პროდუქციის დაგემოვნების შესძლებლობას მსურველებს აძლევენ.

„ზარზეიმი“ 2 დღე გასტანს.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:

  • Circus Mircus
  • Bad Habitz
  • The Black Marrows
  • ერეკლე დეისაძე და ბენდი

„ზარზეიმი“ მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომლის მეშვეობით რეგიონში არსებულ სტარტაპერებსა და მეწარეებს საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი თავი და გააცნონ თავიანთი პროდუქტი ადგილობრივ მოსახლეობას.