September 14, 2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.

მსჯავრდებულის ახლობლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ისინი მანდატურებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ოჯახი ბრალს უსამართლოს უწოდებს, მათი თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებს, ამიტომ გადაწყვეტილებას გასაჩივრებენ.

გამოძიება მას 2018 წელს მეგობრის განზრახ მკვლელობას ედავება.