September 14, 2022

ქუთაისში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია 3 პირი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი ავტომობილი ამიყირავდა და სხვა ავტომობილებზე დაეცა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მიმდინარეობს გამოძიება.