September 15, 2022

წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, სანატორიუმ “საქართველოს” ყოფილ შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ბიძაშვილები არიან.

არსებული ინფორმაციით, ისინი მოსახელეები იყვნენ – გარდაცვლილები არიან 29 წლის გიორგი ედიბერიძე და 27 წლის გიორგი ედიბერიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.