ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. პირველ ტაიმში გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა.
„ტორპედომ“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 43 ქულით მესამე ადგილზეა.
ქუთაისის კლუბი 2 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.