September 23, 2022

ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში ოთხი პირი იყო, მათან ორი დაშავდა, ორი გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.