September 26, 2022

თბილი და უნალექო ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.