აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან” და უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ლაბორატორიული რესურსები; ჩატარდა სემინარი თემაზე “განახლებადი ენერგიის წყაროები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“.
„ქუთაისი უერთდება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ აღნიშვნას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის (EU) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღეს, წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად , ერთობლივი კონფერენცია მოვაწყვეთ, სადაც განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენს ქალაქში არებობს ამ მიმართულებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტი, “მერები ეკონომიკური ზრდისთვის ” ფარგლებში, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქალაქის „ ეკო სმარტ ქალაქად“ ტრანსფორმაციას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის მზადების პროცესში მოიცავს ქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის „ეკო სმარტ ქალაქად „ ჩამოყალიბებას“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) – არის განახლებადი ენერგიის ეფექტური გამოყენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. კვირეული თავს უყრის ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ენერგიის მომხმარებლებს ენერგიის დაზოგვის, განახლებადი – უფრო სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგეტიკის ინიციატივებს.