დღეს, ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე ღვინის ფესტივალი გაიმართა.
თეატრალიზებული სანახაობის პარალელურად მოეწყო იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასი მანჯისთან ერთად. მომზადა ფელამუში, მსურველებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელების ამოვლებაში. გამოფენაზე არც ჭაჭის გამოხდა და ტრადიციული ქართული სუფრა დავიწყებიათ. დღის ბოლოს სუხიშვილების კონცერტი „ქარაბშა“არის დაგეგმილი.