თბილისში ვაკის პარკში დღეს ტრაგედია მოხდა. შადრევანში, რომელიც თბილისის მერმა გუშინ გახსნა, დღეს შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რომელთაც დენმა დაარტყა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 2 მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.