October 13, 2022

სახალხო დამცველობის კანდიდატებს შორის ნუგზარ კოხრეიძეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება აქვს

სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ქულების მიხედვით ქუთაისელი ნუგზარ კოხრეიძეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება აქვს. “სახალხო დამცველის შეფასების კომისიამ დღეს თავისი ქულები გამოაქვეყნა. ქულების დაჯამების შედეგად მე, 19-ტი კანდიდატიდან მესამე ადგილზე ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კომისიის წევრს შეფასებისთვის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას!”, – წერს ნუგზარ კოხრეიძე. ნუგზარ კოხრეიძე არჩევის შემთხვევაში სახალხო დამცველის სათაო ოფისის ქუთაისში გადმოტანას გეგმავს.