October 18, 2022

ქუთაისის მერიაში მედიაცენტრი გაქურდეს

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა.

სათვალთვალო კამეროს ჩანაწერებით ჩანს, რომ უცნობი პირი შენობაში ფანჯრიდან შედის.

წაღებულია მედიასაშუალებების კუთვნილი აპარატურა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.