October 20, 2022

სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა

შსს -ს სტატისტიკური მონაცემებით 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა.

ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 511%-ით მეტია.

კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 36 407 ადამიანი შემოვიდა.