October 24, 2022

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

აეროპორტების გაერთიანება შეფერხების მიზეზად მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს.

“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,- განაცხადეს გაერთიანებაში.

უწყების ცნობითვე, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

10 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.