October 28, 2022

30 ოქტომბერს ტრადიციული დღესასწაული „ბაღდათობა 2022“ გაიმართება

30 ოქტომბერს ბაღდათში ტრადიციული დღესასწაული „ბაღდათობა 2022“ გაიმართება. ღინისძიები ბაღდათის ცენტრში 13:00 საათიდან დაიწყება. გამოიფინება ძველი ბაღდათის ფოტოები, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელთნაკეთი ნივთები მოეწყობა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცეში გაიმართება წარმოდგენები -“თეატრალური შემოდგომა”, “მაიაკოვსკი ბაღდათში”, ბიბლიოთეკის კუთხეში მოეწყობა ღონისძიება „წიგნი ყველგან უნდა იკითხო“. ბაღდათიობაზე ტრადიციულად მოეწყობა გასტრონომიული სივრცე, სადაც ადგილობრივი მეწარმეების და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა -დეგუსტაცია გაიმართება. გაიმართბა სპორტული ღონისძიებები – თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი ნარდი. ბავშვებისათვის იქნება ატრაქციონები, გაიმართება საბავშვო მუსიკალური თეატრი „ირიდა“ . ფოკლორის მოყვარულები ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტის მოსმენას შეძლებენ. 16:00 საათზე ბაღდათის საპატიო მოქალაქეების და ფოტო-კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება დაგეგმილი. 17:00 საათზე კი ოთო ნემსაძისა და ბენდის კონცერტი გაიმართება. საღამოს ფოიერვერკი დაასრულებს.