პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე სამხედროები.
პოლონეთის სამთავრობო სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.
სხდომის მოწვევის მიზეზები არ სახელდება.
რუსეთი აცხადებს, რომ რაკეტებს ლვოვს უმიზნებდა და სამიზნეს აცდა.