November 16, 2022

ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის, ქუთაისელმა მოჭადრაკემ გაბრიელ გაბადაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ანტალიაში გამართულ ჩემპიონატზე მან 9-დან 7 ქულის მოპოვება შეძლო. (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი). გაბრიელ გაბადაძე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-5 კლასელია.