December 9, 2022

ბაღდათში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ წითელხევში ახალგაზრდა კაცი ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, ის ბაღდათში სამუშაოდ იყო ჩასული.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე კვლევა შრომის ინსპექციამ დაიწყო.