“ჩემოდნების აქცია” – ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია-პერფორმანსი ქუთაისში. ორგანიზატორების თქმით, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანიდან ოთხი წელი გავიდა, “გაჩერებულ” ქუთაისში მოქალაქეებს პერსპექტივა არ რჩებათ და იძულებულო არიან ქალაქი დატოვონ.
სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” -ს წევრები და აქტივისტები “ქართულ ოცნებას” ქუთაისის დაპაუზებაში ადანაშაულებენ და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების დეკონცეტრაციას მოითხოვენ.