December 21, 2022

ქუთაისს 22 დეკემბერს “კოკა-კოლას” საახალწლო ქარავანი ეწვევა

ქუთაისს 22 დეკემბერს “კოკა-კოლას” საახალწლო ქარავანი ეწვევა.
ზეიმი ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდსთან” 19:30 საათზე დაიწყება და ის 21:30 საათამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეებს მხიარულება და გრანდიოზული ფეიერვერკი ელით.

საახალწლო ქარავანმა მსვლელობა 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და საქართველოს ქალაქების ქუჩებს 30 დეკემბრის ჩათვლით მოივლის.
.