December 24, 2022

ქუთაისის მთავარი ნაძვის საზეიმო ვითარებაში აინთო

ქუთაისის მთავარი ნაძვის საზეიმო ვითარებაში აინთო. სადღესასწაულო წუთები ქალაქის მოედანზე უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.

ქალაქში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღის ბოლოს კონცერტი გაიმართა, ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

წელს ქუთაისს ახალი ნაძვის ხე ამშვენებს, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.