December 31, 2022

ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს დღეიდან სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა. კონცერტს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.