January 5, 2023

ქუთაისში მოქალაქეების ავტომანქანები გაქურდეს

ქუთაისში დილით მოქალაქეებს ავტომობილები მინებჩამსხვრეული და გაქურდული დახვდათ. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.

დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს, მათი თქმით, ავტომანქანებიდან წაღებულია აკუმულატორები, სხვადახვა აქსესუარი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილობრივები არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობენ.