ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ქუთაისში. უფლის შობა მოსახლეობას მეალილოებმა ახარეს.
შობის მახარობლებმა შეკრება ქუთაისის მერიასთან დაიწყეს და ქუჩებში გალობით ტკბილეული შეაგროვეს.
მეალილოები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა.
საზეიმო მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნობათით შეუერთდნენ.
მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად, პანსიონატს და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.