ქუთაისიდან აეროპორტიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობა გახდა.
აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ნახევარ საათიანი ფრენის შემდეგ ეკიპაჟმა თვუითმფრიონავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
პილოტებს საწვავის მარაგის დასახარჯად აეროპორტის თავზე ფრენა მოუხდათ. აფრენიდან 2 საათის შემდეგ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაჯდომა შეძლო. როგორც გაირკვა, მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.