მკვლელობა მოხდა იმერეთში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდოდ ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
მოკლულებს დაზიანებები სანადირო თოფით აქვთ მიყენებული.
შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.