January 11, 2023

სამტრედიაში ქარმა საშობაო ნაძვის ხე წააქცია

სამტრედიაში ქარმა საშობაო ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევა გვიან ღამით, სამტრედიის ცენტრში მოხდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

იმერეთში ძლიერი ქარია. სინოპტიკოსების ცნობით, ქარის სიჩქარე წამში 50 მეტრს აღწევს. ჯერჯერობით სტიქიის სხვა შედეგები ცნობილი არ არის.