January 16, 2023

ხანძარი გელათში – ტაძრის წინამძღოლი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება

გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა და კლინიკაშია მოთავსებული. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ წინამძღვარს ცეცხლი კაბაზე მოედო, რის გამოც სხეულის 50%-იანი დამწვრობა მიიღო.

წინამძღვარი კლინიკაშია მოთავსებული და მას სათანადო მკურნალობა უტარდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა კელიის ნაწილი. გელათში ხანძრის გაჩენის მეორე შემთხვევაა. პირველ შემთხვევის დროს კელიის ნაწილი დაიწვა.