გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე სხეულის 44%-იანი დამწვრობით, ქუთაისიდან თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არქიმანდრიტი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოთავასეს. სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გელათის მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.
January 17, 2023
გელათის ტაძრის წინამძღვარი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს