ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოში კი კომუნიკაციის სტანდარტის პრობლემაა – ამის შესახებ “საქართველოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციამ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს საქმიანობა შეისწავლა და მწვავე ანგარიშიც მოამზადა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების პრობლემებია. ასევე არ არსებობს ანგარიშვალდებულების სტანდარტი, სასამართლოს თავმჯდომარეს არაპროპორციულად აქვს გადანაწილებული ვალდებულებები, თანამშრომლების ხელფასები კი გაცილებით დაბალია, ვიდრე თბილისში, რაზეც მისი თქმით, პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება. ასევე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წელს ვებგვერდზე მხოლოდ ერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
January 21, 2023
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას – ნაზი ჯანეზაშვილი