January 26, 2023

7 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება ქუთაისში იგეგმება

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება: ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა – 1 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია – 1 000 000 ლარი ; სპორტის სასახლის რეაბილიტაცია – 950 000 ლარი; ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია – 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია – 1 000 000 ლარი; ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია – 800 000 ლარი; რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია – 3 650 000 ლარი.