January 28, 2023

სამტრედიაში 45 წლამდე მამაკაცი სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. მამაკაცი კომპანიას ყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია ასრულებდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.