გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. მას კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა.