January 31, 2023

ხვალიდან ავტომანქანის განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი ხდება

1-ელი თებერვლიდან, მანქანის განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი ხდება.

მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი გახდა;

მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;

ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.