February 4, 2023

ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯმა 2021-2022 წლებში 473,451 ლარი შეადგინა – “ფლანგვის დეტექტორი”

ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 2021-2022 წლებში ჯამში 473,451 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ““ფლანგვის დეტექტორმა” საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების შესახებ 9 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. ყველაზე მეტი საწვავი 2 წლის განმავლობაში ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში დაიხარჯა. ზუგდიდის მერიამ 2 წლის განმავლობაში 161,227 ლიტრი საწვავი მოიხმარა და ამაში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ავტომობილების მოვლა-შენახვა ზუგდიდის მერიას, 2 წლის განმავლობაში, 189,607 ლარი დაუჯდა. ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 2021-2022 წლებში ჯამში 473,451 ლარი შეადგინა. გორის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 13 მანქანა ემსახურებოდა, წელს კი ავტომობილების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათას ლარს ხარჯავენ მანქანების მოვლა-შენახვაზე. სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშებში საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ გასცემს რეკომენდაციას. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ის, რომ მერიას რამდენიმე ავტომობილი ემსახურება და ათასობით ლარის საწვავი იხარჯება”, – აცხადებს ოერგანიზაცია.