საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, გურიაში, სოფელ გომთან მოხდა.
მისი მაგნიტუდის სიდიდე 4.6 (ML) შეადგენდა.
მიწისძვრა იყო გუშინაც, საქართველოს დროით 19:33 საათზეც -ეპიცენტრი იყო დაბა ხულოდან 17 კმ-ში, კურორტ ბახმაროში.