მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, “კლინიკა ბომონდი”-ს ეზოში იმშობიარა. კლინიკის ინფორმაციით, მშობიარეს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. “მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,”- თქვა მეან-გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ.
February 17, 2023
ქუთაისში ქალმა კლინიკის ეზოში იმშობიარა